მე ციფრული სკოლის ფარგლებში ვეწვიე ტექნოპარკს რამაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ძალიან ბევრი რამ გავიგე ტექნოლოგიების შესახებ და ასევე ბევრი რამ გავიგე მის გარშემო მომხდარ ინოვაციებზე.
პირველი ვნახეთ 3D პრინტერები, რომლის ნახვაც ძალიან საინტერესო იყო რადგან თითქმის ყველა ფორმის, ზომისა და ფერის გაკეთება შეეძლო, ასევე ვნახეთ მანქანის მოდელები რომელთა მაკეტი გაკეთებული იყო ტექნოპარკში და ეს მანქანის სტილი განიხილება მერსედესისა და BMW-ს ცენტრებში. შემდეგ მოვინახულეთ დანადგარი ძაფის დახმარებით ნებისმიერ სურათს, ნებისმიერ ნაჭერზე გადაიტანს, შემდეგ ვნახეთ დანადგარი რომელსაც ნებისმიერ ბრტყელ ზედაპირზე დაეხატა ნებისმიერი ნახატი და ეს დანადგარი არამხოლოდ ფერებს არამედ შეეძლო ისეთივე ფორმებიც მიეცა და ზოგან ამობურცვული ყოფილიყო, შემდეგ ვნახეთ დანადგარი რომელიც ამ ყველაფერს ხეზე აკეთებს, შემდეგ დაგვათალიერებინეს მეორე სართული ნსადაც სივრცე იყო სპეციალურად ადამიანებისთვის ვისაც მუშაობისთვის კომფორტული ადგილი სჭირდებათ, ეს სართული იყო აღჯურვილი კომპიუტერებით, ტელევიზორითცალკე ოთახებით, საწოლებითც თუ ვინმეს დასვენება მოუნდებოდა, მე ეს სართული პირადად ძალიან მომეწონა რადგან ხალხს ვისაც მუშაობა უნდათ ხშირად არ უწყობენ ხელს და ტექნოპარკი ამისთვის სრულიადაა აღჭურვილი. ხოლო ბოლო, მესამე ოთახი საკონფერენციო დარბაზი იყო, ამ სართულზე ხშირად ტარდება კონკურსები, შეხვედრები, პრესკონფერენციები და ა. შ. რათა ახალგაზრდებში მოხდეს ტექნოლოგიის მეცნიერების პოპულაცია. მე პირადად ამ ვიზიტმა ძალიან მომაწონა ტექნოლოგიის მხარე და შეიძლება ამასთან დაკავშირებული რაიმე პროფესიაც კი ავირჩიო მომავალში, ასე ,რომ მინდა გითხრათ ნამდვილად ისიამოვნებთ თუ ეწვევით ტექნოპარკს