Sunday, 2 June 2019

ჩემი შთაბეჭდილებები

მე ციფრული სკოლის ფარგლებში ვეწვიე ტექნოპარკს რამაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ძალიან ბევრი რამ გავიგე ტექნოლოგიების შესახებ და ასევე ბევრი რამ გავიგე მის გარშემო მომხდარ ინოვაციებზე.
პირველი ვნახეთ 3D პრინტერები, რომლის ნახვაც ძალიან საინტერესო იყო რადგან თითქმის ყველა ფორმის, ზომისა და ფერის გაკეთება შეეძლო, ასევე ვნახეთ მანქანის მოდელები რომელთა მაკეტი გაკეთებული იყო ტექნოპარკში და ეს მანქანის სტილი განიხილება მერსედესისა და BMW-ს ცენტრებში. შემდეგ მოვინახულეთ დანადგარი ძაფის დახმარებით ნებისმიერ სურათს, ნებისმიერ ნაჭერზე გადაიტანს, შემდეგ ვნახეთ დანადგარი რომელსაც ნებისმიერ ბრტყელ ზედაპირზე დაეხატა ნებისმიერი ნახატი და ეს დანადგარი არამხოლოდ ფერებს არამედ შეეძლო ისეთივე ფორმებიც მიეცა და ზოგან ამობურცვული ყოფილიყო, შემდეგ ვნახეთ დანადგარი რომელიც ამ ყველაფერს ხეზე აკეთებს, შემდეგ დაგვათალიერებინეს მეორე სართული ნსადაც სივრცე იყო სპეციალურად ადამიანებისთვის ვისაც მუშაობისთვის კომფორტული ადგილი სჭირდებათ, ეს სართული იყო აღჯურვილი კომპიუტერებით, ტელევიზორითცალკე ოთახებით, საწოლებითც თუ ვინმეს დასვენება მოუნდებოდა, მე ეს სართული პირადად ძალიან  მომეწონა რადგან ხალხს ვისაც მუშაობა უნდათ ხშირად არ უწყობენ ხელს და ტექნოპარკი ამისთვის სრულიადაა აღჭურვილი. ხოლო ბოლო, მესამე ოთახი საკონფერენციო დარბაზი იყო, ამ სართულზე ხშირად ტარდება კონკურსები, შეხვედრები, პრესკონფერენციები და  ა. შ. რათა ახალგაზრდებში მოხდეს ტექნოლოგიის მეცნიერების პოპულაცია. მე პირადად ამ ვიზიტმა ძალიან მომაწონა ტექნოლოგიის მხარე და შეიძლება ამასთან დაკავშირებული რაიმე პროფესიაც კი ავირჩიო მომავალში, ასე ,რომ მინდა გითხრათ ნამდვილად ისიამოვნებთ თუ ეწვევით ტექნოპარკს

Saturday, 18 May 2019

გრემი

  გრემის მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერი მდებარეობს ყვარლის რაიონის სოფ. გრემის აღმოსავლეთით ციტადელში, მაღალ გორაკზე. ტაძარი აგებულია კახეთის მეფის, ლევანის მიერ 1565 წელს, ხოლო მისი მოხატვა 1577 წელს დაასრულეს.
   ისტორიულ წყაროებში ვახუშტი ბაგრატიონს კარგი ცნობა აქვს გრემზე. იგი წერს: “საბუი-გრემის… წყალზედ (იგულისხმება ახლანდელი მდ. ინწობა) არს გრემი, რომელი ქმნეს ქალაქად ქრისტესა ჩუივ და განდგომილებისა კახთ მეპატრონეთა და მყოფობდნენ მუნ. აწცა არს შენობა და ეკლესია შეუმუსრავი. ოდეს მოაოხრა შააბაზ, მიერით არს დაბა და არღარა ქალაქი. აქა არს ეკლესია გუმბათიანი, კეთილშენი, მთავარანგელოზთა და არს ესე მეფე ლევან დაფლული მას შინა”.
   მთავარანგელოზთა ანსამბლი კომპლექსური ძეგლია, სადაც მცირე ტერიტორიაზე ქალაქის მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ადმინისტრაციული, რელიგიური, სამეურნეო და თავდაცვითი ნაგებობებია წარმოდგენილი, ისე რომ ძეგლის განხილვა შეიძლება როგორც ქალაქის პოლიტიკურ-რელიგიური ცენტრისა, გრემის ნაქალაქარის წარმოდგენა დღეს შეუძლებელია კლდოვანი ქედის დაბოლოებაზე გალავანშემორტყმული ეკლესიისა და სამრეკლოს გარეშე, რომელსაც ხალხი “მთავარანგელოზს” ეძახის, მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის სახელზე აგებული ტაძრის მიხედვით. პირველ ყოვლისა, თვალში საცემია ანსამბლისათვის მოხერხებულად შერჩეული ადგილი, რომელიც გარემოსაგან გამოყოფილი, აზიდულა ზევით და გრემს დაპატრონებია. ანსამბლი მაღალი ტყიანი მასივისაგან განშტოებული კლდოვანი ქედის დაბოლოებაზეა გაშენებული. აქ მშენებლობის დაწყებამდე ქედი გადაუჭრიათ და ეკლესიის ადგილი ხელოვნურად გამოუყვიათ გარემოსაგან, რითაც მისი გამაგრება უცდიათ, ადგილისათვის მაღალი ბორცვის სახე მიუციათ.